ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ეჭვმიტანილ სამ პიროვნებას, 9 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ჯარიმის სახით 100–100 ლარის გადახდა დააკისრა. ბექა თურმანიძე, შალვა ლეკიშვილი და დავით გონგლაძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო სამართალდამცავებმა 8 ივლისს დააკავეს. დაცვის მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა მის ქმედებას არაობიექტურად მიიჩნევს.