”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილებს განაჩენი გამოუტანეს

xvedelianii     სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ ეჭვმიტანილ პირებს განაჩენი გამოუტანეს. სასამართლომ თითოეულ პირს 100–100 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რომელიც ბრალდებულებმა 7 დღის განმავლობაში უნდა დაფარონ.

5 ივლისს ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) 3 პირი დააკავეს: 1982 წელს დაბადებული შალვა ლეკიშვილი, 1992 წელს დაბადებული ბექა თურმანიძე და 1983 წელს დაბადებული დავით გონგლაძე. აქედან ორი მათგანი ბორჯომის მკვიდრია, ხოლო ერთი – აბასთუმნის.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს ფანჯარა, ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად გათავისუფლებული 4 პირის წინააღმდე გამართულ აქციაზე დაზიანდა.

Information

This entry was posted on 09/07/2013 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე