ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ინდივიდუალურ მეწარმეებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გამგებლის მოადგილემ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობამ მათთან თანამშრომლობის თაობაზე დღეისათვის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. მალხაზ ჟუჟუნაძემ განმარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორცილებელ პროექტებს თვითმმართველობა, ძირითადად, გამოცდილკომპანიებსა და ინდ.მეწარმეებს ანდობს. მისივე თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტია სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს.