”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის ფაქტზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

aqcia, sasamartlo.mp4_000185685  5 ივლისს ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე, დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი, ხვალ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 10 საათისთვისაა ჩანიშნული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) 3 პირი დააკავეს: 1982 წელს დაბადებული შალვა ლ, 1992 წელს დაბადებული ბექა თ. და 1983 წელს დაბადებული დავით გ.

ამასთან დაკავშირებით “ექო” კოალიცია “ქართული ოცნების” ბორჯომის ორგანიზაციის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელიც  5 ივლის ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ აქციას ორგანიზებას უწევდა.

“მე, როგორც ვიცი ბიჭები დღეს დააკავეს, მათგან ორი ბორჯომის მკვიდრია, ერთი კი ადიგენიდან უნდა იყოს.  სხვა დეტალებს მე  ვერ გეტყვით. მათი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, ყველაფერს იქ შეიტყობთ” _განუცხადა ზურაბ ხაჩიძემ “მე–9 არხის” კორესპონდენტს სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს ფანჯარა, მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად გათავისუფლებული 4 პირის წინააღმდე გამართულ აქციაზე დაზიანდა.

Information

This entry was posted on 08/07/2013 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე