”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 36 ფირმიდან შესაძლოა მხოლოდ ნახევართან ითანამშრომლოს

Sequence 01     ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ინდივიდუალურ მეწარმეებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გამგებლის მოადგილემ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობამ მათთან თანამშრომლობის თაობაზე დღეისათვის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. მალხაზ ჟუჟნაძემ განმარტა, რომ  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორცილებელ პროექტებს თვითმმართველობა, ძირითადად, გამოცდილ კომპანიებსა და ინდ.მეწარმეებს  ანდობს.  მისივე თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტია სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს.

    „გვინდა ისეთმა ფირმებმა იმუშაონ, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს.  აქვს ტექნიკა და საჭირო ინვენტარი სამუშაოების განსახორციელებლად. თუმცა არც იმ ფირმებს დავჩაგრავთ, რომლებსაც შედარებით მცირე  გამოცდილება აქვთ. მათ ისეთ პროექტს ჩავაბარებთ, რომელიც ნაკლებ საპასუხისმგებლოა“ – განაცხადა მალხაზ ჟუჟუნაძემ.

გამგეობის წარმომადგენელთა განმარტებით, 36 კომპანიისა და ინდივიდუალური მეწარმის მიერ წარდგენილ პირობებსა და მათ საქმიანობას კიდევ ერთხელ გადახედავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას უხლოეს ორ დღეში მიიღებენ.

შემდეგი შეხვედრა ადმინისტრაციულ შენობაში 11 ივლისს 18:00 საათზე შედგება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 664 ათასი ლარი დაიხარჯება, რომელიც 64 პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

Information

This entry was posted on 08/07/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე