”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სომხური სამოციქულო ეკლესია ხვალ ვართავარის დღესასწაულს აღნიშნავს

vartavar

ვართავარის დღესასწაულის აღნიშვნა, ხვალ ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ტაძარში 11:00 საათიდან, წირვით  დაიწყება, რომელიც ეკლესიის ეზოში წუწაობის რიტუალით გაგრძელდება.

სახარების მიხედვით, იესო ქრისტე თავის 12 მოციქულთან ერთად, თაბორის მთაზე ავიდა და ფერი იცვალა. სწორედ ეს დაედო საფუძვლად, წყლის შესხმის ანუ წუწაობის ძველ ტრადიციას. წყლის შესხმით  მორწმუნეები, ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ. წყალი, ამავდროულად, განასახიერებს საღვთო მადლს. ამ დღეს,  ყველა სომეხი ეროვნების წარმომადგენელი უნდა გაიწუწოს.

ვართავარის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიებები დაგეგმილია, ახალციხის ხელოვნურ  ტბაზეც, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სომხური ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები და ახალქალაქიდან, სპეციალურად ამ დღისათვის ჩამოსული სტუმრები მიიღებენ.  ღონისძიებას დაესწრებიან,  თბილისიდან მოწვეული  სტუმრები  და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

გასულ წელს ახალციხეს სპეციალურად ვართავარის დღესასწაულისათვის, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ტრადიციული დღესასწაულის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე