ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად გათავისუფლებული კიდევ ოთხი პირს წინააღმდეგ, დღეს ბორჯომში საინფორმაციო აქცია გაიმართა.რომელსაც, სხვადსხავა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, ასევე გოგა ხაინდრავა და პოლიტპატიმრებიც შეუერთდნენ. მათ დღეს, ახალციხეში მაშტაბური აქციები დაანონსეს. ახალციხის გარდა, საპროტესტო გამოსვლებს ბორჯომსა და თბილისში, უზენაეს სასამართლოსთანაც გეგმავენ.
“ეს უბრალოდ, საინფორმაციო აქცია იყო, სადაც თბილისიდან ჩამოსულმა სტუმრებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს ახალციხესა და ბორჯომში განვითარებული მოვლენების გამო და მომავალი აქცია დაანონსეს, რომელიც ახალციხეში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება” – განაცხადა “მე–9 არხთან” საუბარში კოალიცია “ქართული ოცნების” ბორჯომის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ ხაჩიძემ.
აქციის გამო ბორჯომში ცენტრალური გზა არ გადაკეტილა.
შეგახსენებთ, რომ საპტოტესტო გამოსვლები ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირის წინააღმდეგ მესამე დღეა მიმდინარეობს. აქტივისტებმა, გუშინ, მაშტაბური აქცია ახალციხეში რაიონულ სასამართლოსთან გამართეს, რომელსაც რეგიონის სხვდასხვა მუნიციპალიტეტები შეუერთდნენ.
You must be logged in to post a comment.