ბორჯომში, მამუკა ხვედელიანის წინააღმდეგ მორიგი აქცია იგეგმება. ადგილობრივები საპროტესტო გამოსვლებს ყოფილი გამგეობის შენობასთან ხვალ, 15:00 საათზე გამართავენ. აქციას კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გოგა ხაინდრავა და ირმა ინაშვილი შეუერთდებიან.
ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ორი დღეა იმართება. მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად დაკავებული 4 პიროვნების გათავისუფლების შემდეგ აქცია 4 ივლისს ბორჯომში, ხოლო 5 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართა.
You must be logged in to post a comment.