ძლიერი წვიმის გამო მინაძეში შინაური ფრინველი დაიხოცა
სტიქიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მაცხოვრებლები დააზარალა. ძლიერი წვიმა მოსახლეობას ეზოებსა და სახლებში შეუვარდა და პირუტყვის სადგომები დაუტბორა. ყველაზე დიდი ოდენობის ზარალი მინაძის მკვიდრმა, ნიკოლოზ გოგოლაძემ მიიღო.