”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სასამართლოს თანაშრომელმა დაზიანება სახის არეში მიიღო

aqcia, sasamartlo.mp4_000072489   ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა. კოტე კუბლაშვილის განმარტებით, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამრთული აქციის დროს, სასამართლოს თანამშრომელმა გიორგი ჩიტაშვილმა დაზიანება სახის არეში მიიღო.

უზენაესი სასამართლო მოითხოვს რომ აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ და დამნაშავე დაისაჯოს. კოტე ყუბლაშვილი უკმაყოფილოა ადგილობრივი სამართალდამცავების მუშაობით, რადგან მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა აქტივისტების მხრიდან მსგავსი ქმედებები შესაჩერებლად არაფერი მოიმოქმედეს.

რაც შეეხება სასამართლოს დაცვას, ისინი გაძლიერებულად იყვნენ მობილიზებულნი. თანამშრომელთა ბრიგადა სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მიმდინარეობისას შენობის ფანჯარა ერთ–ერთი აქტივისტის მიერ გასროლილმა ქვამ ჩაამსხვრია, რომელიც თანამშრომელს მოხვდა. დაშავებულს პირველადი დახმარება ახალციხის სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის მედიკოსებმა გაუწიეს.

დღესვე, აქციის მონაწილეებმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მამუკა ხვედელიანის გათავისუფლება გააპროტესტეს და შენობას პომიდვრები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე