”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურაბ ხაჩიძე : “მინის ჩამსხვრევა ნაციონალების პროვოცირებულია”

aqcia, sasamartlo.mp4_000176509   ახალციხეში გამართული აქციის ორგანიზატორი, კოლიცია “ქართული ოცნების” ბორჯომის ოფისის წარმომადგენელი ზურაბ ხაჩიძე ახალციხის სასამართლოს შენობაში მინის ჩამსხვრევის ფაქტს ეხმაურება. მისი მტკიცებით, ქვა მათ აქტივისტებს არ უსვრიათ.

   “აქციამ ჩვენი მხრიდან მშვიდობიანად ჩაიარა. კოტე კულაშვილამ გააკეთა განცახდება, რომ პროვოცირება იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან ქვა არავის უსვრია. ეს ისევ თავიანთი დადგმული სცენაა. მინის ჩამსხვრევა ხვედელიანის მხარდამჭერი “ნაციონალების” პროვოცირებული იყო” – აცხადებს ზურაბ ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან მამუკა ხვედელიანის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, მონაწილეებმა შენობას კვერცხები, პომიდვრები და ცოცხები ესროლეს. ერთ–ერთი პიროვნების მიერ ნასროლმა ქვამ კი ფანჯარა ჩაამსხვრია, რის გამოც სასამართლოს თანამშრომელი სახის არეში დაშავდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე