”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში დაგეგმილი აქცია გადაიდო

aqcia, sasamartlo.mp4_000038621   აქცია, რომლის დროსაც ბორჯომში ცენტრალური გზის გადაკეტვა იგეგმებოდა, გადაიდო, რაც  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ განაპირობა. კოტე კუბლაშვილმა აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ და იმ ქმედებების შეწყვეტისაკენ მოუწოდა, რაც მათ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან განახორციელეს.

  “ჩვენი აქტივისტები დაიშალნენ. ვნახოთ ამ ორდღიან აქციას რა შედეგი მოყვება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, კვლავ გავაგრძელებთ საპროტესტო გამოსვლებს” – აცხადებს “ექოსთან” საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და კოალიცია “ქართული ოცნების” ბორჯომის ოფისის წარმომადგენელი ზურაბ ხაჩიძე.

კოტე კუბლაშვილმა სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, რომელმაც ახალციხეში დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე