ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის მამაუკა ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ აქცია გუშინ დაგეგმა. მათ დღეს მხარდამჭერები ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდანაც უერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მოსახლეობამ სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ცენტრალური გზა გადაკეტა. მამუკა ხვედელიანის გათავისუფლებას ისინი არაკანონიერად მიიჩნევენ.
You must be logged in to post a comment.