
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 100–მდე აქტივისტია შეკრებილი. მათ მხარდამჭერები საქართველოს დედაქალაქიდან და სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან.
აქციის მონაწილეები ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის გოჩა ჯეირანაშვილის დაპატიმრებას მოითხოვენ, რომლმაც ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილ უფროსს მამუკა ხვედელიანს და მასთან ერთად 4 დაკავებულს, 3 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. მათ მიაჩნიათ, რომ მოსამართლემ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
ისინი გოჩა ჯეირანაშვილის შეხვედრას და კითხვებზე პასუხის გაცემასაც მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად კვერცხებს ესვრიან.
You must be logged in to post a comment.