”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხანძარი კოსტავას ქუჩაზე საკვამურიდან გაჩნდა

saxandzro.jpg    რამდენიმე წუთის წინ ახალციხეში, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე    საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.  კოსტავას #41–ში ხანძარი სავარაუდოდ, საკვამურიდან გაჩნდა. შემთხვევის შესახებ ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურში შეტყობინება 12 საათსა და 25 წუთზე შევიდა.  ადგილზე  სახანძროსთან ერთად მობილიზებული იყო  სასწრაფო დახმარების სამსახურიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, კვამლის არასასიამოვნო სუნი იდგა და დახმარება ითხოვეს.

ახალციხის სახანძრო სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძარი საკვამურიდან გაჩნდა. მისი  ლოკალიზება დროულად მოხერხდა და  საცხოვრებელი კორპუსის დაზიანება არ გამოუწვევია.

Information

This entry was posted on 04/07/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე