”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

10 ივლისს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობზე ტესტირება გაიმართება

რესურსცენტრი10 ივლისს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობზე ტესტირება გაიმართება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეთა სიას ავრცელებს. ტესტირებაზე დაშვებული კონკურსანტები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.) უნდა გამოცხადდნენ და თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იქონიონ.

http://mes.gov.ge/content.php?id=4705&lang=geo

http://mes.gov.ge/uploads/News/testis%20struqtura.pdf

შეგახსენებთ, რომ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი 18 იანვარს გამოაცხადდა.

აღნიშნული თანამდებობა 2010 წლიდან  ნინო დემეტრაძეს ეკავა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის 1 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რის შემდეგაც, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ამ დრომდე დიანა ინასარიძე ხელმძღვანელობს.

ვინ გახდება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ამას ტესტირება გამოავლენს.

Information

This entry was posted on 04/07/2013 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე