2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. 31 ოქტომებრს დანიშნული პროცესი ახლა უკვე 27 ოქტომბერს, კვირა დღეს ჩატარდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ არასამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა მიხელი სააკაშვილის ახირება იყო, უმცირესობის წარმომადგენლები ამ ყველაფერს გაუგებრობას უწოდებენ.