ამ წუთებში, მამუკა ხვედელიანის წინააღმდეგ ბორჯომში საპროტესო აქცია მიმდინარეობს. 300–მდე ადგილობრივი სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი. ისინი ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის გათავისუფლებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მისთვის ბრალდების მოხსნა და გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.
ექვს თვიანი დაკავებისა და 20–მდე სასამართლო განხილვების შემდეგ მამუკა ხვედელიანი სასამართლო დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს. მართლმსაჯულების მიერ საპროცესო განხილვების გარეშე მოსამართლე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილით წარსდგა.
აქციაზე “ექოს” გადამღები ჯგუფიც იმყოფება. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით
You must be logged in to post a comment.