დანიელაშვილის ქუჩაზე ხეების გადაბელვა მიმდინარეობს. დასახლებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ,,მე–9 არხის“ ეთერში გასული სიუჟეტიდან შეიტყო. რის შემდეგაც ახალციხის გამგეობამ გადაბელვის სამუშაოებისათვის საჭირო 2 ამწე გამოყო. დანიელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ დაზიანებული ხეები მათი დასახლებისათვის საშიში იყო.