”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი გიორგაძე: „იძულებული გავხდი სამსახურიდან წამოვსულიყავი“

attachment    ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობა კიდევ ერთმა  თანამშრომელმა დატოვა. ამჯერად პირადი განცხადების საფუძველზე, შპს ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გათავისუფლდა. გიორგი გიორგაძე „მე–9 არხთან“ საუბარში განმარტავს, რომ განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და ეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის მოთხოვნა იყო.

    „გამგებელმა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადების დაწერა ერთი კვირის წინ მომთხოვა, ამის მიზეზად კი მითხრა, რომ დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებდი, რადგან ნაგვის გადასახადიდან ბიუჯეტში საკმარისი თანხა ვერ შემქონდა. მე მაშინვე განცხადება არ დავწერე, თუმცა დღეს, იძულებული გავხდი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტი წარმედგინა და წამოვსულიყავი“–ამბობს შპს ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი.

გიორგი გიორგაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

„ექო“–მ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან სცადა დაკავშირება, თუმცა მან „მე–9 არხის“ კორესპონდენტს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ მათთან სასაუბროდ არ სცალია.

1 ივლისიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე, ოფიციალურად თანამდებობები დატოვეს, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა –ირაკლი ველიჯანაშვილმა, გამგებლის მოადგილემ– ლევან ბერიძემ, ასევე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა –მამუკა ხიზაძემ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოფიციალური განცხადების საფუძველზე ამ დროისათვის ოთხი თანამშრომელია გათავისუფლებული, თუმცა ვაკანსია მხოლოდ ერთზე– გამგებლის მოადგილის თანამდებობაზეა გამოცხადებული, სადაც განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 4 ივლისია.

Information

This entry was posted on 02/07/2013 by in პოლიტიკა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე