ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის საწყობიდან წიგნების გამოტანა დაიწყეს. ბიბლიოთეკისა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს წიგნების გაწმენდასა და დახარისხებაში ადგილობრივი პრობაციონერები ეხმარებიან. საწყობი, სადაც ძირითადად, რუსული და სომხური ლიტერატურა იყო განთავსებული გაუქმდება.