”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის საწყობში სავენტილაციო სისტემა არ დამონტაჟდება

wignebi     ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის საწყობიდან დღეს წიგნების გამოტანა დაიწყეს. ბიბლიოთეკისა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს წიგნების გაწმენდასა და დახარისხებაში ადგილობრივი პრობაციონერები ეხმარებიან.

წიგნებს, თავდაპირველად, ახარისხებენ. გადარჩენილებს გამოხდილი წყლისა და სამედიცინო სპირტის ნაზავით წმენდენ და გასაშრობად მზეზე აწყობენ. პარალელურად, მიმდინარეობს დაზიანებული წიგნების ჩამოწერა.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის თქმით, სპეციალისტებმა ბიბლიოთეკის საწყობი შეისწავლეს, რის შემდეგაც, გადაწყდა, რომ საველტილაციო სისტემა არ დამონტაჟდება. სპეციალისტების განმარტებით, შენობა ისეა აგებული, რომ სისტემის დამონტაჟებას აზრი არ აქვს.

  „ამ საწყობში წიგნების შეტანა არ შეიძლებოდა. სამწუხაროდ, თავის დროზე ხელმძღვანელობამ ზემდგომ ორგანოებს ვერ გაუწია წინააღმდეგობა  ვერ გაუწია, რომ წიგნები გადარჩენილიყო“ –  აცხადებს გიორგი ჟუჟუნაძე.

წიგნების გაწმენდა და დახარისხება დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის განმარტებით, მათი ნაწილი ბიბლიოთეკის დარბაზში განლაგდება. სად განათავებენ დანარჩენ წიგნებს ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ არის.

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის საწყობში, 45 ათასამდე წიგნი იყო მოთავსებული, რომელიც არასათანადო პირობების გამო დაზიანდა. სპეციალისტებმა გადარჩენის მიზნით, საწყობი და წიგნები, 10 მაისს სპეციალური ხსნარით დაამუშავეს.

https://9arkhi.wordpress.com/?s=%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98+%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

Information

This entry was posted on 01/07/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე