”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სასმელი წყლის მოთხოვნით, ვალელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

111დღეს ვალის  მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. დაბის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ უკვე ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ისინი  პრობლემის სასწრაფო გადაწყვეტას ითხოვენ. აქციის მონაწილეები  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების,  სამცხე–ჯავახეთის სერვისცენტრის მენეჯერს  შეხვდნენ და მისგან სასმელი წყლის სისტემის დროულად შეკეთება მოითხოვეს. გია ბაგინაშვილის განცხადებით, ვალეში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას წყლის მიწოდება, სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგება. თუმცა რა დროში, ამას ბაგინაშვილი ვერ აკონკრეტებს. შეგახსენებთ, რომ ვალის მოსახლეობას რამდენიმე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება, რადგან, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეზერვუარში საკმარისი დებეტი არ არის. მანამდე კი მოსახლეობას სასმელი წყალი ორდღეში ერთხელ, მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. აქციის შესახებ, უფრო ვრლად, ,,ექოს” მთავარ გამოშვებაში გიამბობთ.

Information

This entry was posted on 30/06/2013 by in ანონსი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე