”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალში ლაგოდეხის ,,რანმა” გაიმარჯვა

444    ამ წუთებში, დასრულდა საფეხბურთო ფესტივალი ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე. საბოლოო გამარჯვება ლაგოდეხის გუნდმა ,,რანმა”  მოიპოვა და მოწინააღმდეგე, ოზურგეთის ,,მერცხალი” ანგარიშით 6:5 დაამარცხა. მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს ესწრება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.  ლევან ყიფიანი  ფინალში გასულ გუნდებს, სიგელებს,  მედლებსა და თასებს საზეიმო ვითარებაში გადასცემს.  შეგახსენებთ, რომ  მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი ახალციხეში საზეიმოდ 27 ივნისს გაიხსნა. მასში მონაწილეობა საქართველოსთან ერთად, მეზობელი ქვეყნების გუნდებმაც მიიღეს. რაც შეეხება მესამე ადგილს ის ადიგენის მუნიციპალიტტეის გუნდმა მოიპოვა.

Information

This entry was posted on 30/06/2013 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე