სამართალდამცავებმა 28 ივნისს, ნინოწმინდაში, ,, ჯავახკის” აქტივისტის, ვაჰაგან ჩახალიანის ძმა დააკავეს. არმენ ჩახალიანთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, ისინი პოლიციამ ხულიგნობის ფაქტზე დააკავა.
,, ვაჰაგან ჩახალიანის ძმა და კიდევ 4 პირი 28 ივნისს ჩხუბის გამო დააკავეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით”, –განაცხადა ,,ექოსთან” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა. მისი თქმით, ჯავახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისათვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
You must be logged in to post a comment.