სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებისთვის, კონკურსში მონაწილეობას 2 კანდიდატი მიიღებს. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად მერაბ ბერიძე და გურამ კუტალაძე იბრძოლებენ. რექტორის არჩევნები 3 ივლისს ჩატარდება, როგორც ერთერთი კანდიდატი გურამ კუტალაძე ამბობს მას უნივერსიტეტის განვითარების გეგმა უკვე წარდგენილი აქვს და გასაუბრებაზეც იმყოფებოდა, მისი თქმით, მისი რექტორობა სასწავლებელს ბევრ სარგებელს მოუტანს. ,,ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი, კორუფციული ატმოსფერო, რომელიც იქ სუფევდა. ამის შემდეგ მე წავედი უნივერსიტეტიდან. ძალიან ცუდი მოხდა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც 15 წლის განმავლობაში კორუფციული მეთოდებით მართავდა უნივერსიტეტს. ჩემთვის მიუღებელია მსგავსი მეთოდები და მსგავსი წარსულისა და პერსპექტივის ადამიანი ხელმძღვანელობდეს ისევ უნივერსიტეტს” – განაცხადა ,,ექოსთან” სატელეფონო საუბრისას გურამ კუტალაძემ. თუ ვინ გახდება სასწავლებლის ხელმძღვანელი, ამის შესახებ გადაწყევტილებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიღებს. რაც შეეხება მერაბ ბერიძეს, ,,ექომ“ მთელი დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა. მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. ,,მეცხრე არხის” საინფორმაციო სამსახური თემის დეტალებზე მუშაობას აგრძელებს. იხილეთ ინფორმაცია რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით– http://sjuni.edu.ge/images/news/rector.pdf
You must be logged in to post a comment.