ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას 13–მდე თანამშრომელი შეემატება–ამის შესახებ ცნობილი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში დღეს გახდა, რასაც დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს.
„სახანძრო–სამაშველო სამსახურში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ამიტომ სამინისტროდან იყო მოთხოვნა, გაზრდილიყო მათი შემადგენლობა“ –განაცხადა ოლეგ სანდროშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სახანძრო–სამაშველო სამსახურს დაემატება შესაბამისი ტექნიკაც. ახლო მომავალში, დაგეგმილია მათი სათანადო აღჭურვა.
დღევანდელი მდგომარეობით, ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის შემადგენლობაში 27 თანამშრომელი ირიცხება.
You must be logged in to post a comment.