”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს

sakrebulo

ამ წუთებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. ამ დროისათვის დეპუტატები და ხელმძღვანელი პირები სიახლეებს ამტკიცებენ. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამსახური ოფიციალურად გაუქმდა. გარდა ამისა, ყალიბდება იურიდიული სამსახური, რომელსაც უფროსი და ორი სპეციალისტი ეყოლება. საკრებულოს ხელმძღვანელობის განმარტებით, ეს საჭირო გახდა იმისთვის, რომ გამგეობაში ნორმატიული აქტები დაიხვეწოს.

სხდომაზე განიხილეს ტურიზმის სამსახურის ჩამოყალიბების საკითხიც, რომელსაც პროფესიონალი პირი უხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

საკრებულოს სხდომაზე “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იმყოფება. ვრცლად, სხდომის შესახებ, ინფორმაციას მოგვიანების მოგაწვდით.

Information

This entry was posted on 28/06/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე