”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის ქუჩის სახურავებთან დაკავშირებით, გამოძიებამ ბრალეულობა ვერ დაადგინა

saxuravebii.avi_000177400    ახალციხეში ასპინძის ქუჩის სახურავგადახდილ მრავალსართულიან შენობას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადახურავს. დღეს, საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით, არცერთ მხარეს არ დაეკისრა. ამის გამო, კორპუსისი გადახურვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო.

საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვოილის განმარტებით, ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.

ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსში სახურავი ქარმა 23 აპრილს გადახადა. შემთხვევას ახალციხის საპატრულო პოლიცია იძიებდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამ დრომდე გამოძიების დასკვნას თბილისიდან ელოდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის ქუჩაზე სახურავები გასული წლის ზაფხულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  შეიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „გონიომ“ შეასრულა. კომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად,  სახურავები ორწლიანი  გარანტიით დამონტაჟდა.

Information

This entry was posted on 28/06/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე