”ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა”-ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია 26 ივნისს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელიც ზაზა დარასელის ჯურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის ფონდის მიერ დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ვებგვერდი გაკეთდება, რომელზეც დუხობორების ცხოვრების, წეს–ჩვეულებების, ტრადიციებისა და ეროვნული სამოსის შესახებ ინფორმაცია განთავსდება.