
ვალის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც დაბაში ამბობენ, დასახლებას სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ქალაქ ვალის რწმუნებულმა, ზურაბ ნასყიდაშვილმა ,,ექოსთან” საუბარში განმარტა, რომ პრობლემა დასახლებაში, წყლის რეზერვუარში საკმარისი დებეტის არარსებობამ წარმოშვა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრის უფროსი, გია ბაგინაშვილი ამბობს, რომ სადრენაჟო არხს არ მიეწოდება საკმარისი წყალი, რის გამოც ვალელები სასმელი წყლის გარეშე დარჩნენ. მისი თქმით ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომლები დაზიანებული მილის აღდგენით სამუშაოებს ამ წუთებშიც ახორციელებენ. ,,სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია, რაც დროს მოითხოვს, როგორც კი აღდგება დაზიანებული სადრენაჟო არხი, ვალის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება“–განმარტავს გია ბაგინაშვილი. შეგახსენებთ, რომ ვალის მოსახლეობას სასმელი წყალი, ორ დღეში ერთხელ მიეწოდება.
You must be logged in to post a comment.