ახალციხეში მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა. მასში მონაწილეობას საქართველოს გარდა, კიდევ ორი ქვეყნის სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები იღებს. მიხეილ იაძის სახელობის, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ფესტივალის ფარგლებში, პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა. გარდა ამისა, მაყურებელთა წახალისების მიზნით პრიზები გათამაშდა.