10 მიტროპოლიტი და ანთიმოზობა სოფელ უდეში. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე ადიგენის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის გარდა სინოდის 9 წევრი დაესწრო. დღესვე უდეში ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერი გაიხსნა.