”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში მომხდარ სტიქიაზე პარლამენტი მომავალ სხდომაზე იმსჯელებს

parlamenti1ივნისის თვეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მომავალ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ,,ექოს” ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა აცნობა.             

,,ადიგენში მომხდარი სტიქიის შესახებ  წერილიც და მოთხოვნაც,  ყველა შესაბამის ინსტანციაში  მაქვს გაგზავნილი.  საკანონმდებლო ორგანოში საკითხს მომავალ კვირაში დავაყენებ”–აცხადებს პარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტი სტიქიამ ივნისის თვეში ორჯერ დააზარალა, რაც ჯამში 282 ათას ლარს შეადგენს.

Information

This entry was posted on 27/06/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე