ქუჩის კალათბურთის მსოფლიო ფინალისტი რაბათში გამოვლინდა. ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის 64–მა კალათბურთელმა მიიღო, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. 5 საათიანი დაძაბული თამშის შემდეგ, გამარჯვება სოხუმის გუნდის სპორტსმენმა მოიპოვა. ქართველი მოთამაშე მსოფლიო პირველობისთვის, სექტემბრის თვეში, უკვე სან–ფრანცისკოში იბრძოლებს.