
25 ივნისს ახალციხეში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მინაძესთან დაახლოებით 20 საათზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სკუტერით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მერსედერსის მარკის ავტომობილს შეუვარდა, შემდეგ კი კლდეს დაეჯახა. დაზარალებული ახალციხის სამედიცინო ცენტრ ,,უნიმედი სამცხეში” მიყვანიდან, 2 საათის შემდეგ გარდაიცვალა.
26 წლის ახალგაზრდა ქალაქ ახალციხეში ცხოვრობდა. ცხედარს ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
საქმეს ახალციხის საპატრულო პოლიცია იძიებს.
You must be logged in to post a comment.