”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სულთმოფენობის დღესასწაული ახალციხეში

დღეს მართლმადიდებლურმა სამყარომ სულთმოფენობის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელს საქართველოში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხეში მოქმედ ტაძრებშიც აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე თეოდორემ, მრევლს დღესასწაული მიულოცა და სულთმოფენობის მადლზე იქადაგა. ტრადიციულად, ამ დღეს, მართლმადიდებლური ტაძრები ყვავილებითა და ფოთლებით ირთვება, ძირს კი ბალახს აფენენ.

Information

This entry was posted on 23/06/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე