”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კალათბურთში მსოფლიო ფინალისტი ახალციხეში გამოვლინდება

1039826_272928932847948_735118960_o

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ამ წუთებში,  ქუჩის კალათბურთის ერთერთი ცნობილი ჩემპიონატის – Red Bull King of the Rock 2013–ის საქართველოს ოფიციალური,  შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს. შეჯიბრში ერთმანეთს 64 მონაწილე ხვდება. საბოლოოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც სანფრანცისკოში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. ქართველი ფინალისტი პირველი ადგილისათვის 28 სექტემბერს ალკატრასის ციხის ეზოში მსოფლიოს 23 ქვეყნის მონაწილეებთან  ერთად იბრძოლებს.   ახალციხის ციხის ტერიტორიაზე  ,,ექოს” გადამღები ჯგუფი იმყოფება. თუ ვინ გახდება გამარჯვებული, ამის შესახებ ინფორმაციას ჩემპიონატის დასრულებისთანავე მოგაწვდით. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, შესარჩევი ეტაპი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ფეიერვერკით დასრულდება.

 

Information

This entry was posted on 22/06/2013 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე