საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება იწყება. ამასთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები დაბა ასპინძაში გადაიდგა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ბანაკია განლაგებული. აღნიშნული ბანაკი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა და მენტალობის პრობლემის მქონე ბავშვებს შეხვდა.