”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

11 ივლისიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყება. ამის შესახებ ამ წუთებში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. დავით ნარმანიას ინფორმაციით საქსტატის თანამშრომლები საყოველთაო აღწერას პირველ ეტაპზე ქვეყნის სამ რეგიონში: კახეთში, აჭარასა და გურიაში აწარმოებენ. დავით ნარმანიამ თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა ითანამშრომლონ საქსტატის თანამშრომლებთან და მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია. ,,აღწერის მიზანია საქართველოში  დაზუსტდეს ოჯახებისა და შენობების რაოდენობა” –განაცხადა ბრიფინგზე დავით ნარმანიამ. აღნიშნული ინფორმაცია საჭირო იქნება იმისათვის, რომ პროგრამები, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ხორციელდება მეტი სიზუსტით დაიგეგმოს.

Information

This entry was posted on 21/06/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე