მეხუთე სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლომსია” ესპანეთში გასტროლებზე გაემგზავრა. ახალციხელი მოცეკვავეები მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებენ, რომელშიც 12 ქვეყანაა ჩართული. ანსამბლი მაყურებლის წინაშე სამი ცეკვით – აჭარულით, ქართულით და მთიულურით წარსდგება.