”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პოლიციამ ადიგენის გამგებლის თანაშემწე დააკავა

111 ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სამართალდამცავებმა  15 ივნისს დააკავეს. ზაზა ჩილინგარაშვილი მდინარე ფოცხოვზე  უკანონო თევზასაჭერი მოწყობილობით თევზაობდა. ახალციხის რაიონული პროკურორის გოდერძი გოდერძიშვილის განცხადებით, დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიება დღეს შეეფარდება. თუ რა სახის სანქცია დაეკისრება გამგებლის თანაშემწეს, ინფორმაციას ,,ექო” მოგვიანებით მოგაწვდით. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს.  ზაზა ჩილინგარაშვილი ადიგენის მუნიციპლიტეტის გამგებლის თანაშემწედ 2009 წლიდან მუშაობდა.

Information

This entry was posted on 16/06/2013 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე