იმიტირებული ევაკუაცია და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების თავდაცვა საშიში ბუნებრივი მოვლენებისაგან. დაბა ადიგენის საბავშვო ბაღში “ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მიიღეს. პატარებმა სტუმრების წინაშე მიღებული ცოდნა სიმღერებით, თეატრალური დადგმებითა და ნახატებით წარმოაჩინეს.