საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს ბორჯომს ესტუმრა. ლუკა კურტანიძემ ბერძნულ–რომაულ და თავისუფალის სტილით მოჭიდავე ის სპორტსმენები, ვინც ერთ კვირაში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, ფორმებით დაასაჩუქრა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნაკრები მონტენეგროში 16 ივნისს გაემგზავრება.