”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვაჰაგან ჩახალიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ

CHAXALIANI

ყოფილი პატიმარი საქართველოს პრეზიდენტსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უპირისპირდება. ვაჰაგან ჩახალიანმა  მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით ბაქრაძისა და გოგა ხაჩიძის წინააღმდეგ თბილისის  საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  ორგანიზაცია „ჯავახკის“ ყოფილი წევრი მათგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის კომპენსირებას მოითხოვს.

ვაჰაგან ჩახალიანი აცხადებს,  რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, მისი მისამართით  არაერთი  შეურაცხმყოფელი ინფორმაცია გაავრცელეს.  იგი ასევე ამბობს, რომ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა  მას რუსეთის აგენტი და საქართველოს მტერი უწოდეს, გარდა ამისა,  ქართველ და სომეხ ერს შორის შუღლის ჩამოგდება დააბრალეს. ჩახალიანის თქმით, ეს ყოველივე საკმარისი იყო, იმისთვის რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პირველი პირების წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა.

ვაჰაგან ჩახალიანმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი 12 ივნისს შეიტანა. ყოფილ პატიმარს ახალი ხელისუფლების მხარდაჭერს იმედი აქვს და აცხადებს, რომ  სამართლიანობას საქართველოშივე მიაღწევს და აღნიშნული საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება არ დასჭირდება.

Information

This entry was posted on 14/06/2013 by in პოლიტიკა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე