ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახისათვის გამგეობამ ბინის ქირის გადახდა მაისის თვიდან დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სამი თვის: აპრილის, მაისისა და ივნისის ქირას, თვეში 150 ლარს გადაუხდის. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ ,,ექოსთან” საუბარში განმარტა, მოსახლეობამ შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა, რის შემდეგაც გამგეობამ მათ ქირა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ აწყურში რვა ოჯახი უსახლკაროდ მეწყერის შედეგად, 1 წლის წინ დარჩა. სოფელში საცხოვრებელმა სახლებმა ნგრევა დაიწყო, რის შემდეგაც დაზარალებულებმა თავი მეზობლებსა და ნათესავებს შეაფარეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ სამი თვის ბინის ქირა, გასულ წელსაც გადაუხადა. დაზარალებულებს, არ მიუღიათ იანვრის, თებერვლისა და მარტის თვის კომპენსაცია.
You must be logged in to post a comment.