”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ცნობილი კომპოზიტორების საღამო გაიმართა

კახა ცაბაძისა და ელიზბარ ლონდარიძის შემოქმედება დღეს ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა თავად ავტორებისათვის შეასრულეს. ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სტუმრობა მათ ღონისძიებით აღნიშნეს და საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები აჩვენეს. ღონისძიებაზე საფორტეპიანო ნაწარმოებები და ვოკალური ნომრები ერთნამეთს ცვლიდა. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრები ახალციხეში სასწავლებლის მოწვევით ჩამოვიდნენ. როგორც სამუსიკო სკოლის დირექტორი განმარტავს, ცნობილი კომპოზიტორები სასწავლებელს ყოველ წელს სტუმრობენ, რაც მოსწავლეებისათვის სტიმულის მიმცემია.

Information

This entry was posted on 11/06/2013 by in კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე