”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აბასთუმანში ისტორიული შენობები ნგრევის პირასაა

აბასთუმნის მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მოითხოვს. კურორტზე არსებული შენობები, რომლებიც ,,წითელ წიგნშია” შეტანილი, ნგრევის პირასაა. დროთა განმავლობაში დაზიანდა ხის შენობების ფასადები, კედლები და სახურავი. ადგილობრივების თქმით, ყველა ისტორიულ სახლში წვიმის დროს წყალი ჟონავს. მათივე განმარტებით, აღნიშნული შენობების რეაბილიტაციის უფლება მაცხოვრებლებს თვითნებურად არ აქვთ. ამისათვის მათ ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან თანხმობა სჭირდებათ. კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა არც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოიძებნება.

Information

This entry was posted on 11/06/2013 by in ტურიზმი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე