სერგეი ფიდანიანმა პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. ტელეკომპანია ,,მე–9 არხის” ოპერატორმა საკუთარი ნამუშევრები დღეს ფართო საზოგადოებას გააცნო. თბილისში, ეროვნული საჯარო ბიბიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, ფოტოგრაფმა ფსიქოლოგიური პორტრეტები და სოციალური თემატიკა წარმოადგინა.