”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი სამსახური ყალიბდება

AXALCIXIS GAMGEOBA

ტურიზმის განვითარების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი სამსახური ყალიბდება. ბესიკ ბლიაძის ინფომაციით, სამსახურს  პროფესიონალი პიროვნება უხელმძღვანელებს, რომელიც ტურისტების მოზიდვასა და დარგის პოპულარიზაციაზე იქნება ორიენტირებული.

„ტურისტების მოზიდვის კუთხით, ჩვენ, ახალ სამსახურს ვაყალიბებთ. სამსახურს ერთი პიროვნება უხელმძღვანელებს, რომელიც აუცილებლად ამ სფეროს წარმომადგენელი იქნება“ – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირი.

ბესიკ ბლიაძის ინფორმაციით, სამსახური ახლო მომავალში ჩამოყალიბდება.

ტურიზმის განყოფილება ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ დრომდე დაშვებული არ იყო.

Information

This entry was posted on 10/06/2013 by in ტურიზმი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე